Thumbnail

ნახეთ: ბიგ შონი ქანიე ვესთს უაიომინგის სტუდიაში ესტუმრა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, შონ მაიკლ ლეონარდი, ფსევდონიმით Big Sean, გავლიანიან ჩიკაგოელ კოლეგას, ქანიე ვესთს უაიომინგის სტუდიაში ესტუმრა. შონმა, რომელიც ამჟამად ალბომზე DON LIFE მუშაობს, ინსტაგრამზე ქანიესთან გადაღებული ფოტო და ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გამოაქვეყნა. 

► ნახეთ: Big Sean და ASAP Ferg კლიპს Bezerk ავრცელებენ 

► ნახეთ: Big Sean ვიდეორგოლს Single Again ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Big Sean - Overtime

View this post on Instagram

🙏🏾🙏🏾🙏🏾

A post shared by BIGSEAN (@bigsean) on

ქანიე შონის ერთ-ერთი მთავარი მენტორია. ჩიკაგოელმა ახალგაზრდა კოლეგა თავის ლეიბლზე G.O.O.D. Music 2007 წელს აიყვანა. მას შემდეგ ლეონარდმა 4 ალბომი გაავრცელა, რომელთა აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ ვესთი გახლავთ. 

შონს რომ ალბომი თითქმის დასრულებული აქვს, ამას ქანიესთან სტუმრობაც მოწმობს. ვესთმა, სავარაუდოდ, ჩანაწერის უკანასკნელ შტრიხებზე იმუშავა, რაც აღმასრულებელი პროდიუსერის პირდაპირი მოვალეობაა. აღსანიშნავია, რომ ბიგ შონმა მსმენელს მომავალი ნამუშევრის სინგლები: Overtime, Single Again და Bezerk უკვე შესთავაზა. 

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 4 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივი ნამუშევრის Double Or Nothing ირგვლივ ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D. Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული