Thumbnail

ნახეთ: ქენდრიქ ლამარის პერფორმანსი ფესტივალზე Day N Vegas

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ქენდრიქ ლამარმა 3 ნოემბერს ფესტივალში Day N Vegas მიიღო მონაწილეობა. პულიცერის პრემიის ლაურეატმა მუსიკოსმა ათასობით თაყვანისმცემლის წინაშე მისი ცნობილი, ძირითადად 2017 წლის ალბომში DAMN. შესული კომპოზიციები შეასრულა. იუთუბზე პერფორმანსის სრული ჩანაწერი გავრცელდა.

► მოუსმინეთ: ქენდრიქ ლამარის აქამდე უცნობი ტრეკები გავრცელდა 

ნახეთ: ქენდრიქ ლამარი და Nike ახალ სპორტულ ფეხსაცმელს უშვებენ 

► რჩეული რეპერების ჩამოთვლისას, The Game-მა საკუთარი თავი ქენდრიქ ლამარზე წინ დააყენა

კალიფორნიელმა შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გავრცელებული ალბომით Good Kid, M.A.A.D City გახდა. ქენდრიქის ბოლო სტუდიური ნამუშევარი DAMN. 2017 წელს გამოვიდა და მალევე ბილბორდის ჩარტების პირველ პოზიციაზე მოექცა. გრემის მე-60 დაჯილდოებაზე კი, ნომინაციაში "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი" გაიმარჯვა. 

მუსიკოსის დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და რამდენიმე ხარისხიან პროექტს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით მისი ჩანაწერების 10 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული