Thumbnail

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი Beck ახალ კომპოზიციას Dark Places და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ მინი ალბომში Hyperspace იქნება წარმოდგენილი. სტუდიური ნამუშევარი, რომლის გავრცელებაც 22 ნოემბერს იგეგმება, ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით ჩაიწერა, როგორებიც არიან: კრის მარტინი, ფარელ უილიამსი და სქაი ფერეირა.

► ნახეთ: Blood Orange-მა Beck-ის კომპოზიციაზე Uneventful Days კლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: Beck კომპოზიციებს Hyperlife და Uneventful Days ავრცელებს

ბექ ჰანსენმა, სასცენო სახელით Beck, შემოქმედებითი კარიერა 1985 წელს დაიწყო. საყოველთაო აღიარება ამერიკელ მუსიკოსს სიმღერამ Loser მოუტანა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო შვიდჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული