Thumbnail

Talib Kweli: Black Star-ისა და Madlib-ის ალბომზე მუშაობა დასრულებულია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი, კრისტოფერ ედვარდ მარტინი, ფსევდონიმით DJ Premier, ლეგენდარული დუეტის Gang Starr ახალგავრცელებული ალბომის One Of The Best Yet პრომოუშენის ფარგლებში, მედიაპლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურს Beats 1 ესტუმრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში ვეტერანმა ნიუ იორკელმა ემსიმ, თალიბ ქვალიმ დარეკა.

► Yasiin Bey, Talib Kweli და Madlib ერთობლივ ალბომზე მუშაობენ 

თალიბმა გადაცემაში გაამხილა, რომ მან და წარსულში Mos Def-ის ფსევდონიმით მოღვაწე, იასინ ბეიმ დუეტ Black Star-ის ფარგლებში მომავალ ალბომზე მუშაობა დაასრულეს. სტუდიურ ჩანაწერში შესული კომპოზიციების პროდიუსერი ლეგენდარული კალიფორნიელი მუსიკოსი Madlib გახლავთ.

"Black Star-ისა და მედლიბის ერთობლივ ალბომზე მუშაობა დავასრულეთ. ახლა სტუდიური ნამუშევრის გამოსაშვებად შესაფერის დროს ვარჩევთ", - განაცხადა თალიბმა.

ჰიპ ჰოპ დუეტი Black Star 1997 წელს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა. მოს დეფისა და თალიბ ქვალის გაერთიანებამ 1998 წელს მხოლოდ ერთი ალბომი Mos Def & Talib Kweli Are Black Star გაავრცელა. იასინ ბეისა და თალიბის გარდა, სტუდიური ჩანაწერის შექმნაში ისეთმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: Common, Hi-Tek, 88-Keys და სხვა. ნამუშევარმა, რომლის ერთადერთი სინგლი Respiration გახლავთ, კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასებები და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული