Thumbnail

მოუსმინეთ: Clams Casino-მ ახალი ალბომი Moon Trip Radio გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

იტალიური წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა, მაიკლ ვოლპმა, სასცენო სახელით Clams Casino, ახალი ინსტრუმენტული ალბომი Moon Trip Radio გაავრცელა. ნამუშევარში სულ 11 კომპოზიციაა წარმოდგენილი. 

Clams Casino-მ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. ჰიპ ჰოპ პროდიუსერი სხვადასხვა დროს ისეთ პოპულარულ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ASAP Rocky, Vince Staples, Mac Miller და სხვები. 2016 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი 32 Levels გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული