Thumbnail

ნახეთ: EarthGang კომპოზიციას This Side ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური ჰიპ ჰოპ დუეტი EarthGang მედიაპლატფორმას Colors კიდევ ერთხელ ესტუმრა. მუსიკოსებმა გადაცემაში A Colors Show ტრეკი This Side შეასრულეს. კომპოზიცია გაერთიანების 2019 წლის ალბომში Mirrorland შედის.

► მოუსმინეთ: EarthGang ახალ ალბომს Mirrorland ავრცელებს 

► ნახეთ: EarthGang ტრეკებს This Side და Bank ასრულებს 

► ნახეთ: EarthGang ვიდეორგოლს Up ავრცელებს 

ჯგუფი ამ გადაცემას 2018 წელსაც ესტუმრა. პერფორმანსმა იუთუბზე 10 მილიონამდე ნახვა დააგროვა.

დუეტმა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა, სადებიუტო EP სახელწოდებით The Better Party 2010 წელს გამოუშვა. დღემდე გაერთიანებამ 3 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2016 წლიდან ჯგუფი პოპულარული რეპერის, J. Cole-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Dreamville Records წევრია. აღსანიშნავია, რომ მუსიკის კრიტიკოსები კოლექტივს ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ დუეტს, Outkast-ს ადარებენ. მათ შემოქმედებაზე "აუთქასთის" გავლენას არც თავად არტისტები მალავენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული