Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა Bad Guy-ზე მოცეკვავე ბავშვებს სიურპრიზი გაუკეთა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ფრანგულმა ვიდეოთამაშების კომპანიამ Ubisoft ხუთ ნოემბერს საცეკვაო თამაშის Just Dance განახლებული ვერსია გაავრცელა. მასში გამოყენებულ 40 ახალ ტრეკს შორის, ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბილი აილიშის ჰიტი Bad Guy არის წარმოდგენილი. თამაშის შემქმნელებმა მის დასატესტად მომღერლის პატარა თაყვანისმცემლები მიიწვიეს. ბავშვებს მთავარი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ ელოდათ.

► ბილი აილიში: ბილი ჯო არმსტრონგი რომ ჩემს კონცერტზე დავინახე, ძალიან ვინერვიულე

► ნახეთ: არტისტები, რომლებმაც ჰელოუინზე ბილი აილიში განასახიერეს

► ნახეთ: ბილი აილიშის Bad Guy-ს სკა პანკ ვერსია გავრცელდა

ოთახში, სადაც ბავშვები Bad Guy-ს კლიპში ნაჩვენებ საცეკვაო მოძრაობებს იმეორებდნენ, მოულოდნელად თავად ბილი გამოჩნდა. 

"ისეთი ბედნიერი ვარ! მადლობა, რომ თქვენი თამაშის ნაწილად მაქციეთ. მახსოვს, როგორ ვუყურებდი ერთ დროს მასში ჯასტინ ბიბერის ცეკვას. არ მჯერა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ხდება. ბავშვებო, ძალიან საყვარლები ხართ. ყველა მიყვარხართ", - დაწერა არტისტმა ინსტაგრამზე ვიდეოს ფრაგმენტის გაზიარებისას. 

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული