Thumbnail

მოუსმინეთ: Dave East სადებიუტო ალბომს Survival ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დევიდ ბრიუსტერ უმცროსმა, სასცენო სახელით Dave East, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Survival ჩაუშვა, რომელიც 20 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში ჰარლემელმა რეპერმა ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: DJ Premier, Nas, Teyana Taylor, Rick Ross, The-Dream, Fabolous, Gunna, Mozzy, E-40, Lil Baby, Max B, Ty Dolla Sign და სხვა.

► ნახეთ: Dave East-მა კომპოზიციაზე Found A Way გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა 

► ნახეთ: რეპერები Dave East და Rick Ross ტრეკის Fresh Prince Of Belaire კლიპს ავრცელებენ 

დეივ ისთმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2014 წელს რეპერი ნასის მიერ დაფუძნებულ ლეიბლში Mass Appeal Records გაწევრიანდა. 2017 წლის დასაწყისში მან EP სახელწოდებით Paranoia: A True Story გამოუშვა. თუმცა, ჯერჯერობით მუსიკოსის საუკეთესო ჩანაწერად 2016 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპი Kairi Chanel ითვლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული