Thumbnail

ნახეთ: კით ფლინტის პირადი ნივთები აუქციონზე 348,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის The Prodigy გარდაცვლილი ვოკალისტის, კით ფლინტის პირადი ნივთები კემბრიჯში, Cheffins-ის აუქციონზე გაიყიდა. საერთო შამოსავალმა ჯამში 347,750 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

აუქციონზე კითის სამოსი, საკოლექციო დისკები, ჯილდოები, მისი ხელნაკეთი ავეჯი, მე-20 საუკუნის ხმალი, სამკაულები, კეპები და სხვა ნივთები იყო გასაყიდად გატანილი.

ყველაზე ძვირად კითის MTV Music Awards-ის სამი ჯილდო გაიყიდა, რომლებშიც სულ 16,000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს არტისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კით ფლინტი The Prodigy-ს ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია. კოლექტივი ესექსის საგრაფოში 1990 წელს შეიქმნა. ორ წელიწადში ბიგ ბითის პიონერმა ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Experience გამოსცა. ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოლექტივს წარმატება ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: Firestarter, Breathe, Smack My Bitch Up და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული