Thumbnail

ნახეთ: Alicia Keys და 21 Savage კლიპს Show Me Love ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა მუსიკოსმა, ალიშა ქისმა კომპოზიციის Show Me Love რემიქსზე გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. ტრეკში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი 21 Savage და არენბი შემსრულებელი Miguel მონაწილეობენ, თუმცა, ეს უკანასკნელი ვიდეორგოლში არ გამოჩენილა. 

► ნახეთ: Alicia Keys და Miguel ახალ ვიდეორგოლს Show Me Love ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Alicia Keys - Raise A Man 

► ნახეთ: Alicia Keys-მა ქმარს, Swizz Beatz-ს $150,000-იანი ავტომობილი აჩუქა 

მომღერალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული