Thumbnail

მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი ახალ კომპოზიციას Under the Graveyard ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი ახალ კომპოზიციას Under the Graveyard ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Ordinary Man იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის იანვარში ჩაეშვება.

► ოზი ოსბორნმა საუკეთესო გიტარისტი დაასახელა, ვისთანაც მას უმუშავია

► ოზი ოსბორნი 30 წლის შემდეგ Billboard-ის ათეულს დაუბრუნდა

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული