Thumbnail

მოუსმინეთ: FKA twigs-მა ახალი ალბომი Magdalene გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA twigs ახალი, რიგით მეორე ალბომი Magdalene გაავრცელა. ჩანაწერში შესულ კომპოზიციებზე არტისტთან ერთად ისეთმა პოპულარულმა პროდიუსერებმა იმუშავეს, როგორებიც არიან: ჯეკ ანტონოვი, ნიკოლას ჯაარი, Metro Boomin, Skrillex და სხვა. სტუდიური ნამუშევარი 9 ტრეკს აერთიანებს.

► ნახეთ: FKA twigs-მა ჯორჯ გერშვინის კომპოზიცია Summertime შეასრულა

► ნახეთ: FKA twigs-მა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Cellophane შეასრულა

ტალია დებრეტ ბარნეტმა, სასცენო სახელით FKA twigs, სადებიუტო ალბომი LP1 ხუთი წლის წინ გამოუშვა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, თრიპ ჰოპსა და არენბის აერთიანებს. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Two Weeks და Water Me მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული