Thumbnail

ახალგაზრდა ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დომინიქ ჯოუნსი, ფსევდონიმით Lil Baby, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიციით Woah დაუბრუნდა. როგორც ცნობილია, რეპერი ამჟამად რიგით მეორე ალბომზე Street Gossip 2 მუშაობს.

► Meek Mill: Lil Baby-ს სცენაზე ჯიბეში 100,000 დოლარი ედო

► Lil Baby: იანგ თაგმა ფული მომცა, რომ ქუჩას ჩამოვშორებოდი და მუსიკა პროფესიად მექცია

► ნახეთ: Lil Baby-მ კომპოზიციაზე Back On კლიპი გადაიღო

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული