Thumbnail

სახლი, რომელშიც Migos-ის ტრეკი Versace ჩაიწერა, Quavo-მ იყიდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური თრეფ გაერთიანების, Migos-ის ლიდერმა, ქუავომ სახლი, რომელშიც გაიზარდა, იყიდა. სწორედ აქ ჩაწერა ჯერ კიდევ უცნობმა კოლექტივმა 2013 წელს ჰიტი Versace.

► ნახეთ: Migos - Frosted Flakes 

► ნახეთ: Migos & Lil Yachty - Intro Ft. Gucci Mane 

► ნახეთ: Quavo ვიდეორგოლს Virgil ავრცელებს 

"სახლი, რომელშიც Versace ჩავწერეთ, შევიძინე. მსურს, რომ გავარემონტო და დედას ვაჩუქო. ის იქ საკუთარი თავის უფროსი იქნება და მეპატრონეები ქირის გადახდას აღარ მოსთხოვენ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

გაერთიანებას პირველი წარმატება სწორედ ზემოხსენებულმა კომპოზიციამ მოუტანა. მას შემდეგ "მიგოსის" პოპულარობა და ფინანსური შემოსავალი სწრაფი ტემპით გაიზარდა. ქუავო დღეს ატლანტაში არაერთ სახლს ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული