Thumbnail

ნახეთ: The New Pornographers-მა Guided By Voices-ის ტრეკი The Rally Boys დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადურმა ჯგუფმა The New Pornographers ამერიკული რადიოსადგურის SiriusXM ეთერში ინდი როკ ბენდის Guided By Voices კომპოზიციის The Rally Boys ქავერ ვერსია შეასრულა. სიმღერა მუსიკოსების ახალ, ორმაგ ალბომში Zeppelin Over China შედის, რომელიც გაყიდვაში 1 თებერვალს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: The New Pornographers – One Kind of Solomon

► მოუსმინეთ: The New Pornographers - The Surprise Knock

The New Pornographers ქალაქ ვანკუვერში 1997 წელს შეიქმნა. 2000 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Mass Romantic გაავრცელა, რომელიც ბენდის შემოქმედებაში დღემდე ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად რჩება. ამის შემდეგ კოლექტივმა კიდევ 6 სტუდიური ჩანაწერი გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული