Thumbnail

ნოელ გალაჰერი: ბორის ჯონსონი უფრო გართობს, ვიდრე ლიამი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა გამოცემა The Daily Star-თან ინტერვიუში თავისი ძმის, ლიამისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის შესახებ ისაუბრა.

► ლიამ გალაჰერი: ჩემს ძმას ქორწილში აუცილებლად დავპატიჟებ, რადგან დედამ მთხოვა

 ლიამ გალაჰერი: დარწმუნებული ვარ, რომ ნოელს აღარ ვუყვარვარ

► ნოელ გალაჰერი: დედაჩემი მანამ მომწონდა, სანამ ლიამს გააჩენდა

"ბორის ჯონსონი უფრო გართობს, ვიდრე ლიამი. ის ინგლისურ ენას ძალიან მაღალ დონეზე ფლობს. ლიამი ვიზუალურად უკეთ გამოიყურება. მაგრამ მე პირადად ვერცერთს ვერ შევეწყობოდი. რაც შეეხება ჩემი და ლიამის ურთიერთობას, მან ძალიან ღრმად შეტოპა. ჩემს ცოლს მიაყენა შეურაცხყოფა და შვილებს დაემუქრა. ამის დავიწყება არ შემიძლია", - ამბობს ნოელი.

ძმებმა, ლიამმა და ნოელმა 1991 წელს ჯგუფი Oasis შექმნეს. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი მათ შორის კონფლიქტის გამო, 2009 წელს დაიშალა. 

ამის შემდეგ ნოელმა საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. ლიამმა კი "ოაზისის" სხვა წევრებთან ერთად ახალი როკ კოლექტივი Beady Eye შექმნა, რომელმაც 5 წელი იარსება. მას ორი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული