Thumbnail

ნახეთ: ყველაზე მეტი ჰიტის მქონე მუსიკოსები 2019 წელს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპანიამ Chart Data იმ მუსიკოსების სია გამოაქვეყნა, რომელთა ყველაზე მეტი კომპოზიცია მოხვდა "ბილბორდის ცხელ ასეულში" 2019 წელს. ჩამონათვალს ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი DaBaby და მისი პოპულარული ტექსასელი კოლეგა Post Malone 20-20 ტრეკით ლიდერობენ. მათ პოპვარსკვლავები, ტეილორ სვიფტი და არიანა გრანდე მოსდევენ. მიმდინარე წელი წარმატებული გამოდგა Drake-ის, Future-სა და ბილი აილიშისთვისაც.

► ნახეთ: ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მამაკაცი მუსიკოსები Spotify-ზე

► ნახეთ: 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი მუსიკოსები

სრული სია ასე გამოყურება:

ჩრდილოკაროლინელ რეპერს, დაბეიბის წარმატება ალბომმა Kirk მოუტანა. ჰიპ ჰოპ არტისტის სტუდიური ჩანაწერი სულ 13 კომპოზიციას აერთიანებს, რომლებიც ასეულში სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილდა. მუსიკოსმა მიმდინარე წელს კიდევ ერთი ჩანაწერი Baby on Baby გამოუშვა.

► მოუსმინეთ: DaBaby ახალ ალბომს KIRK ავრცელებს 

რაც შეეხება ტექსასელ მუსიკოს ფოსთ მელოუნს, მან მიმდინარე წელს ახალი ალბომი Hollywood's Bleeding გაავრცელა. ნამუშევარი ტრადიციულად წარმატებული გამოდგა. Billboard Hot 100-ში სტუდიური ჩანაწერის 17-ვე კომპოზიცია მოხვდა.

► მოუსმინეთ: Post Malone-მა ახალი ალბომი Hollywood’s Bleeding გაავრცელა 

კომენტარები

ბოლოს დამატებული