Thumbnail

წინდები, რომელიც მაიკლ ჯექსონს Moonwalk-ის პირველად შესრულებისას ეცვა, აუქციონზე იყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის წინდები, რომელიც მომღერალს სცენაზე Moonwalk-ის პირველად შესრულებისას ეცვა, აუქციონზე იყიდება. არტისტმა კრისტალებით გაფორმებული თეთრი ფერის წინდები 1983 წლის 25 მარტს, სატელევიზიო შოუსთვის Motown 25: Yesterday, Today, Forever მოირგო, რის შემდეგაც ეს საცეკვაო მოძრაობა მისი კონცერტების განუყოფელ ნაწილად იქცა. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ნივთი 1-2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდება.

► ელტონ ჯონი: მაიკლ ჯექსონი ფსიქიკურად იყო დაავადებული

► ბროდვეიზე მაიკლ ჯექსონის მიუზიკლის MJ პრემიერა 2020 წლის 6 ივლისს შედგება

► ნახეთ: 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი მუსიკოსები

აუქციონის Gotta Have Rock and Roll ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, წინდები არტისტის მენეჯერის, ფრენკ დილეოს კოლექციაში ინახებოდა. ნივთს მოჰყვება მუსიკოსის ავტოგრაფიანი, 1985 წლით დათარიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ დილეოს წინდები მაიკლისგან მადლობის ნიშნად გადაეცემა.

წინდები 13 ნოემბერიდან, ონლაინ აუქციონის მეშვეობით გაიყიდება. ლოტის საწყისი ფასი 100,000 დოლარია.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული