Thumbnail

Akon: ტეკაში თუ სიმართლეს ლაპარაკობს, არაფერში უნდა დაადანაშაულოთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სენეგალელ-ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, ეიქონმა რადიოსადგურ Capital XTRA-სთან ინტერვიუში პატიმრობაში მყოფი რეპერის, Tekashi 6ix9ine-ის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

► Snoop Dogg: ტეკაშიმ არეტა ფრანკლინივით მოაღო პირი

► ნახეთ: Maxo Kream ახალ ფრისტაილში 6ix9ine-ს დისავს

► The Game ტეკაშიზე: მეცოდება ეს ბავშვი

"სიქსნაინი ძველი ჰიპ ჰოპ არტისტებისგან განსხვავდება, რადგან ის იმ თაობას მიეკუთვნება, რომელსაც მორალური პრინციპები არ აქვს. მე ვერ გეტყვით, თუ რატომ ითანამშრომლა ტეკაშიმ გამოძიებასთან, თუმცა, ამას მიზეზი ნამდვილად ექნებოდა. თუ ის სიმართლეს ლაპარაკობს, მგონია, რომ არაფერში არ უნდა დაადანაშაულოთ", - თქვა ეიქონმა.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 18 დეკემბერს გამოცხადდება.

ეიქონმა მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2000-იანი წლებიდან გახდა. დღეისთვის მისი შემოქმედება სამ კომერციულად წარმატებულ ალბომსა და ოთხ ოფიციალურ მიქსტეიპს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით მისი ნამუშევრების 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული