Thumbnail

ნახეთ: Kevin Gates ტრეკს RBS Intro პიანინოს თანხლებით ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ლუიზიანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კევინ ჯილიარდი, ფსევდონიმით Kevin Gates, მუსიკალური პლატფორმის გადაცემის Fine Tuned ახალი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. სამხრეთელმა რეპერმა კომპოზიცია RBS Intro პიანინოს აკომპანემენტით შეასრულა. ტრეკი კევინის ახალგავრცელებული ალბომის I’m Him ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Kevin Gates ახალ ალბომს I'm Him ავრცელებს 

► ნახეთ: Kevin Gates - RBS Intro 

► ნახეთ: Kevin Gates კლიპს By My Lonely ავრცელებს

კევინმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო, თუმცა, ერთი წლის შემდეგ რეპერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც 31-თვიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწია. გეითსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა, რომელმაც ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. არტისტის დისკოგრაფია ორ ალბომს, თხუთმეტ ოფიციალურ მიქსტეიპსა და კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული