Thumbnail

ნახეთ: Lady Gaga ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ლედი გაგა ჟურნალ Elle-ის დეკემბრის ნომრის სტუმარია. 33 წლის არტისტმა გამოცემის მიერ გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

► Lady Gaga: მე და ბრედლი არასდროს ვყოფილვართ ერთად

► Lady Gaga რიდლი სკოტის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

ნორვეგიელი ფოტოგრაფის, სოლვე სანსბას ობიექტივში მომღერალი Marc Jacobs-ის, Louis Vuitton-ის, Armani-სა და Schiaparelli-ს სამოსში პოზირებს. გაგას აქსესუარებზე კი ისეთმა ბრენდებმა იზრუნეს, როგორებიც არიან: Cartier, Givenchy და Tiffany & Co.

ცხრა გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული