Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის Top Dawg Entertainmen წევრმა, კალიფორნიელმა რეპერმა, რობერტ გილმა, ფსევდონიმით Reason, ახალი კომპოზიცია Same Ol Shit გამოაქვეყნა. ტრეკი რიზონის რეჩიტატივის კითხვის ტრადიციული ხისტი მანერითა და მისთვის უჩვეულო, ჟანრის მეინსტრიმისთვის დამახასიათებელი მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი მისამღერით გამოირჩევა.

► მოუსმინეთ: Reason - High Hopes 

► მოუსმინეთ: Reason - Middle Child (Remix) 

► მოუსმინეთ: TDE-ის ახალი წევრი Reason სადებიუტო ალბომს There You Have It ავრცელებს 

Reason-მა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლამდე რეპერმა 3 ოფიციალური მიქსტეიპი ჩაწერა. 2018 წელს კი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის, Top Dawg Entertainmen-ის წევრი გახდა და მალევე გაყიდვაში სადებიუტო ალბომი There You Have It ჩაუშვა. არტისტის შემოქმედება კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი კითხვის მანერითა და დახვეწილი ლირიკით გამოირჩევა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული