Thumbnail

ბრიტანულმა ჯგუფმა Bring Me the Horizon ახალი კომპოზიცია Ludens გაავრცელა. სიმღერა ახალი ვიდეოთამაშის Death Stranding ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. თამაში PlayStation 4-ზე ხვალ გამოვა, Windows-ის ვერსია კი გაყიდვაში 2020 წელს ჩაეშვება.

► ნახეთ: Bring Me the Horizon-ის ახალ კლიპში ფორესტ უიტეკერი მონაწილეობს

Bring Me the Horizon ქალაქ შეფილდში 2004 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს წარმატება 2010 წელს გამოშვებულმა მესამე სტუდიურმა ალბომმა There Is a Hell, Believe Me I've Seen It. There Is a Heaven, Let's Keep It a Secret. მოუტანა. ბენდის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Throne, Drown, True Friends და Happy Song.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული