Thumbnail

ნახეთ: EarthGang ტრეკებს This Side და Bank ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური ჰიპ ჰოპ დუეტი EarthGang ჯიმი ფელონის ცნობილ გადაცემას ესტუმრა. გაერთიანებამ შოუს მუსიკალურ ნაწილში კომპოზიციები This Side და Bank შეასრულა. ტრეკები არტისტების ახალ ალბომში Mirrorland შედის.

► მოუსმინეთ: EarthGang ახალ ალბომს Mirrorland ავრცელებს 

► ნახეთ: EarthGang ვიდეორგოლს Up ავრცელებს 

► ნახეთ: EarthGang - Ready To Die

დუეტმა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა, სადებიუტო EP სახელწოდებით The Better Party 2010 წელს გამოუშვა. დღემდე გაერთიანებამ 3 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2016 წლიდან ჯგუფი პოპულარული რეპერის, J. Cole-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Dreamville Records წევრია. აღსანიშნავია, რომ მუსიკის კრიტიკოსები კოლექტივს ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ დუეტს, Outkast-ს ადარებენ. მათ შემოქმედებაზე "აუთქასთის" გავლენას არც თავად არტისტები მალავენ.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული