Thumbnail

ნახეთ: FKA twigs-მა ჯორჯ გერშვინის კომპოზიცია Summertime შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA twigs რადიოსადგურ BBC Radio 1-ის გადაცემაში Maida Vale ჯორჯ გერშვინის საკულტო კომპოზიცია Summertime შეასრულა, შემდეგ კი მომავალი ალბომის Magdalene სინგლები Home With You და Cellophane იმღერა. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში ხვალ ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: FKA twigs - Sad Day

► ნახეთ: FKA twigs-მა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Cellophane შეასრულა

ტალია დებრეტ ბარნეტმა, სასცენო სახელით FKA twigs, სადებიუტო ალბომი LP1 ხუთი წლის წინ გამოუშვა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, თრიპ ჰოპსა და არენბის აერთიანებს. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Two Weeks და Water Me მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული