Thumbnail

ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს Hittin Licks ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, კომპოზიციაზე Hittin Licks გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი კალიფორნიელი რეპერის ბოლო სტუდიური ჩანაწერის Scary Nights სინგლია.

► მოუსმინეთ: G-Eazy რვატრეკიან ჩანაწერს Scary Nights ავრცელებს 

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული