Thumbnail

არქივი: დადა დადიანის ჯაზ-ფიუჟენ პროექტის კონცერტი (1991)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისის ქართული ალტერნატიული მუსიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, დადა დადიანის (კლავიში, ბასი), ირაკლი კიკვაძის (გიტარა), არტემ ნადირაშვილის (გიტარა) და სანდრო ყანჩელის (კლავიში) ჯაზ-ფიუჟენ პროექტის მიერ 1991 წელს რუსთაველის თეატრში ჩატარებული კონცერტი. 

დადა დადიანის 5 საყვარელი სიმღერა

დადა დადიანის ჯაზ-ფიუჟენ პროექტი (1991) ნაწილი I

🔻 popmusic აგრძელებს 1990-იან წლებში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების ამსახველი საარქივო მასალების გამოქვეყნებას. 🎸 დადა დადიანის, ირაკლი კიკვაძის, სანდრო ყანჩელისა და არტემ ნადირაშვილის ჯაზ-ფიუჟენ პროექტის კონცერტი რუსთაველის თეატრში, 1991 წელი. ნაწილი II: http://bit.ly/2pOGUDT #არქივი

Posted by popmusic on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2019
დადა დადიანის ჯაზ-ფიუჟენ პროექტი (1991) ნაწილი II

🔻 popmusic აგრძელებს 1990-იან წლებში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების ამსახველი საარქივო მასალების გამოქვეყნებას. 🎹 დადა დადიანის, ირაკლი კიკვაძის, სანდრო ყანჩელისა და არტემ ნადირაშვილის ჯაზ-ფიუჟენ პროექტის კონცერტი რუსთაველის თეატრში, 1991 წელი. ნაწილი I: https://bit.ly/2WMAYay #არქივი

Posted by popmusic on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2019

დადა დადიანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 1987 წელს მან ირინა ხორავასთან (კლავიში, ვოკალი), ზაზა სახამბერიძესთან (გიტარა) და ბიჭიკო ოსიპოვთან (დასარტყამი ინსტრუმენტები) ერთად ჯგუფი "ტაქსი" ჩამოაყალიბა, რომელშიც ვოკალისტისა და ბასისტის ფუნქციებს ითავსებდა. 1988 წელს კოლექტივმა ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა, რომელშიც ნიუ ვეივისა და ინდი როკის სტილში გადაწყვეტილი რვა ქართულენოვანი სიმღერა გაერთიანდა.

დადას სხვა პროექტებიდან აღსანიშნავია 1991 წელს ირაკლი ჩარკვიანთან (კლავიში, ვოკალი) და კახა გუგუშვილთან (ბასი) ერთად ჩამოყალიბებული "საბავშვო მედიცინა", რომელმაც ქვეყნის ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ალბომი ჩაწერა და 1993 წელს ბიბი კვაჭაძესთან, სერგი გვარჯალაძესთან და სხვა მუსიკოსებთან ერთად შექმნილი Georgian Dance Empire1993 წლიდან დადა დადიანი ლონდონში ცხოვრობს და საპროდიუსერო საქმიანობითაა დაკავებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული