Thumbnail

1953 წელს პროფესიით ფსიქოლოგმა ჰიუ ჰეფნერმა, რომელიც ჩიკაგოს ერთ-ერთ გამოცემაში სარეკლამო სტატიებს წერდა, ნასესხები 8,000 დოლარით მამაკაცების ჟურნალის შექმნა გადაწყვიტა. მან სახელწოდებაც შეარჩია - Stag Party, თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე არსებული გამოცემა Stag-ის მფლობელები სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ, ჰეფნერმა ჟურნალს Playboy უწოდა.

და აი, ახალი წლის წინ საგაზეთო დახლებზე "ფლეიბოის" პირველი ნომერი გამოჩნდა, რომლის გარეკანსაც მერილინ მონროს ფოტოსურათი ამშვენებდა. ჟურნალის სრული ტირაჟი, 50 ათასზე მეტი ეგზემპლარი, გამოსვლიდან მოკლე ხანში გაიყიდა. იმ დროიდან მოყოლებული, პოპულარული გამოცემის ყდაზე არაერთი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა, მათ შორის მუსიკოსებიც, რომელთა ნაწილსაც ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ. 

Mariah Carey

37 წლის მერაია ქერი გამოცემის ფურცლებზე 2007 წელს მოხვდა. სწორედ ამ დროს მუსიკოსი თავის რიგით მე-11 ალბომზე E=MC² მუშაობდა.  

Barbra Streisand

ამერიკელი მომღერალი ბარბრა სტრეიზანდი ჟურნალის ყდაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც კომპოზიციამ Evergreen მას ოსკარი მოუტანა. "რას აკეთებს აქ ჩემნაირი კარგი პატარა ებრაელი გოგონა?" - ვკითხულობთ გარეკანზე. 

Nancy Sinatra

ლეგენდარული ფრენ სინატრას შვილი, მუსიკოსი ნენსი სინატრა ჟურნალის გარეკანზე 1995 წელს მოხვდა. მაშინ ჰიტის Bang Bang შემსრულებელი 54 წლის იყო.

Madonna

მადონა ჟურნალის გარეკანზე 1985 წელს, მსახიობ შონ პენთან დაშორების შემდეგ მოხვდა. ამავე პერიოდში ფილმი Desperately Seeking Susan გავრცელდა, რომელშიც მუსიკოსი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

Azealia Banks

ჰიპ ჰოპ არტისტმა, აზელია ბენქსმა ჟურნალის 2015 წლის აპრილის ნომერი დაამშვენა. გარეკანისგან განსხვავებით, გამოცემის ფურცლებზე დაბეჭდილ სურათებში არტისტი სრულიად შიშველი იყო, თუმცა, სხეულის ინტიმური ნაწილები რძით ჰქონდა დაფარული.

Teyana Taylor

არენბი შემსრულებელი, ტიანა ტეილორი ჟურნალის 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ამ დროს მას ახალი გავრცელებული ჰქონდა თავისი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი K.T.S.E.

Halsey

ჰოლზი ჟურნალის 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომრის სტუმარი იყო. ამ დროს მუსიკოსს უკვე გამოშვებული ჰქონდა რიგით მეორე სტუდიური ალბომი Hopeless Fountain Kingdom, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა მოიპოვა.

La Toya Jackson

ლა ტოია "ფლეიბოის" გარეკანზე პირველად 1989 წელს მოხვდა. იმის მიუხედავად, რომ მუსიკოსი იმ დროს უკვე თავის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომს Bad Girl წერდა, ჟურნალის ყდაზე ის მაინც მაიკლ ჯექსონის დად არის მოხსენიებული.

Sky Ferreira

სქაი ფერეირა 2016 წელს "ფლეიბოის" სპეციალური ნომრის სტუმარი იყო, რომლის ერთ-ერთ რედაქტორადაც თავადვე მოგვევლინა. მუსიკოსი ჟურნალის ყდაზე გამოსახული პირველი არტისტი გახდა, რომელმაც შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა.

Geri Halliwell

ჯერი ჰოლიუელი, რომელიც საზოგადოებამ ჯგუფ Spice Girls-ში მოღვაწეობით გაიცნო, ჟურნალის გარეკანზე 1998 წლის მაისში გამოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში დატოვა მან პოპულარობის პიკში მყოფი კოლექტივი, რათა სოლო კარიერა დაეწყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული