Thumbnail

ამერიკელი სინთპოპ არტისტი, ენი ჰართი ახალ კომპოზიციას Wilderness Hill და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეორე სოლო ალბომში A Softer Offering იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვება.

ენი ჰართმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს ინდი პოპ ჯგუფში Au Revoir Simone დაიწყო. არტისტს ბენდთან ერთად 4 ალბომი აქვს გამოცემული. 2017 წელს ენიმ სადებიუტო სოლო ჩანაწერი Impossible Accomplice გაავრცელა. მისი შემოქმედება მინიმალ სინთპოპსა და ინდი როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული