Thumbnail

ოზი ოსბორნმა საუკეთესო გიტარისტი დაასახელა, ვისთანაც მას უმუშავია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ოზი ოსბორნის წარმომადგენლებმა ახალი ბოქს-სეტის See You on the Other Side პრომოუშენის ფარგლებში არტისტთან ინტერვიუ ჩაწერეს. შემსრულებელმა საუბრისას რჩეული გიტარისტი დაასახელა, ვისთან ერთადაც მას სოლო კარიერის განმავლობაში უმუშავია.

► ოზი ოსბორნის ახალი ალბომი 2020 წლის იანვარში გამოვა

► შერონ ოსბორნი: ოზის სხეულში იმდენი ლითონია, ნამდვილი რკინის კაცია

"საუკეთესო გიტარისტი, ვისთან ერთადაც სოლო კარიერის ფარგლებში მიმუშავია, რენდი როადსია. თუ უნდა დავასახელო არტისტი, რომელიც მუსიკალურად სრულყოფილია, შეუძლია როგორც კომპოზიციების წერა, ასევე იდეალური შესრულება, სწორედ რენდია. მასთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო. ის მუდამ მემახსოვრება. რენდი ძალიან ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში დაიღუპა, რაც დიდი უსამართლობაა... კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გიტარისტი, ვისთანაც მიმუშავია, ჯეიკ ი. ლია. აგრეთვე ზაკ უაილდი, რომელთანაც დიდი ხანი ვითანამშრომლე. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარიცაა", - ამბობს ოზი ოსბორნი.

ამერიკელი ჰევი მეტალ გიტარისტი რენდი როადსი ჯგუფ Quiet Riot-ში უკრავდა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თანამშრომლობდა ოზი ოსბორნთან. მუსიკოსი 1982 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ოსბორნის ტურნეში მონაწილეობის მისაღებად ფლორიდაში მიემგზავრებოდა.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული