Thumbnail

ნახეთ: Russ ვიდეორგოლს Best On Earth ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტმა და არენბი შემსრულებელმა Russ ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Best On Earth გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა BIA მონაწილეობს. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი ცნობილი კანადელი მუსიკოსი Boi-1da გახლავთ, რომელმაც სახელი დრეიქთან თანამშრომლობით გაითქვა.

რასელ ჯეიმს ვიტალმა მუსიკალური მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. თავდაპირველად არტისტი საკუთარ შემოქმედებას დამოუკიდებლად, ძირითადად საუნდქლაუდის საშუალებით ავრცელებდა. იმ პერიოდში რასმა 11 სტუდიური ჩანაწერი გამოაქვეყნა. 2017 წელს მუსიკოსმა კონტრაქტი ცნობილ ლეიბლთან Columbia Records გააფორმა და მალევე გაყიდვაში სადებიუტო ალბომი There's Really a Wolf ჩაუშვა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული