Thumbnail

მოუსმინეთ: ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი ახალი სიმღერა გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ჯორჯ მაიკლის წარმომადგენლებმა არტისტის ახალი სიმღერა This Is How (We Want You To Get High) გაავრცელეს, რომელიც მან 2015 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა. კომპოზიცია ფილმ Last Christmas-ის ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება, რომელიც კინოგაქირავებაში 8 ნოემბერს ჩაეშვება.

► სახლი, რომელშიც ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა, $4.1 მილიონად გაიყიდა

გეორგიოს კირიაკოს პანაიოტუმ, სასცენო სახელით ჯორჯ მაიკლი, მუსიკალური მოღვაწეობა 1981 წელს, პოპ დუეტში Wham! დაიწყო. 1981-85 წლებში ჯგუფმა 4 ალბომი გაავრცელა. პროექტის დაშლის შემდეგ, 1987 წელს შემსრულებელმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Faith გამოსცა. 2 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მაიკლი 2016 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული