Thumbnail

მოუსმინეთ: Foo Fighters-მა ახალი სტუდიური ჩანაწერი 02050525 გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Foo Fighters ახალი EP სახელწოდებით 02050525 გაავრცელა. კოლექტივის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული ნამუშევარი 6 ბი-საიდ კომპოზიციას აერთიანებს.

► ნახეთ: Foo Fighters-მა და Guns N' Roses-მა სიმღერა It's So Easy ერთად შეასრულეს

► ნახეთ: Foo Fighters-ის კონცერტზე 5 წლის ბიჭუნამ სცენაზე იცეკვა

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული