Thumbnail

ამერიკელი პოპვარსკვლავი Poppy ახალ კომპოზიციას Bloodmoney და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სიმღერის ერთ-ერთი ავტორი თავად არტისტია. კლიპზე ამერიკელმა რეჟისორმა და მუსიკოსმა, თაითენიქ სინქლეარმა იმუშავა, რომელიც ტრეკში ასევე სინთეზატორის პარტიას ასრულებს. ჩანაწერი მომღერლის მომავალ ალბომში I Disagree შევა, რომლის გავრცელებაც 2020 წლის იანვარში იგეგმება. 

► ნახეთ: Poppy – Concrete

მორაია როუზ პერეირამ, ფსევდონიმით Poppy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 24 წლის მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Lowlife და Moshi Moshi მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული