Thumbnail

ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა Watchmen-ის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრებმა, ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა HBO-ს ახალი სერიალის Watchmen საუნდტრეკების ალბომის პირველი ნაწილი გაავრცელეს. სტუდიური ნამუშევარი 15 კომპოზიციას აერთიანებს.

მუსიკოსები ჩანაწერის მეორე ნაწილის გამოცემას 25 ნოემბერს გეგმავენ, მესამე ნაწილი კი გაყიდვაში 16 დეკემბერს ჩაეშვება. პროექტის ფარგლებში სულ 39 ტრეკი გავრცელდება.

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი 2005 წლიდან თანამშრომლობენ. 2010 წელს მუსიკოსებმა დევიდ ფინჩერის ფილმის The Social Network საუნდტრეკით ოსკარის მოგება მოახერხეს, 3 წლის შემდეგ კი ამავე რეჟისორის ნამუშევრისთვის The Girl with the Dragon Tattoo შექმნილი ჩანაწერით გრემის ჯილდო მიიღეს. 2016 წელს ატიკუს როსი რეზნორის პროექტს Nine Inch Nails შეუერთდა. 2018 წელს არტისტებმა ბენდის რიგით მეცხრე ალბომი Bad Witch გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული