Thumbnail

დემი ლოვატო: ცოტა დამინდეთ, როცა მლანძღავთ, ჩემზე ძალიან მოქმედებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ გამოცემა Teen Vogue-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში არტისტმა ნარკოტიკებით ზედოზირების შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, პირველად ისაუბრა საჯაროდ.

► დემი ლოვატომ დაუმუშავებელი ფოტო გამოაქვეყნა: ჩემი სხეულის გამო სირცხვილმა დამღალა

"ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან შევიცვალე. ახლა სარკეში ჩახედვისას ვუყურებ ადამიანს, რომელმაც ბევრი სირთულე გადალახა. ჩემს თავში ნამდვილად ვხედავ მებრძოლს, თუმცა, გამარჯვებულს ვერა. აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, იმის მიუხედავად, თუ რა ბარიერები დამხვდება წინ", - განაცხადა არტისტმა.

27 წლის მომღერალმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ მოქმედებს მასზე ინტერნეტსივრცეში გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.

"ბევრი ადამიანი ვერ აანალიზებს, რომ ძალიან მგრძნობიარე პიროვნება ვარ. მე ხომ ადამიანი ვარ, ცოტა დამინდეთ. ყოველთვის ვცდილობდი, თავი მომეჩვენებინა, თითქოს არ ვარ სენსიტიური, თუმცა, ასე აღარ მოვიქცევი. როცა მლანძღავთ, ჩემზე ძალიან მოქმედებს", - აღნიშნა ლოვატომ.

შეგახსენებთ, რომ დემი ლოვატო ნარკოტიკებით ზედოზირების გამო 2018 წლის ივლისში საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ არტისტმა ლოს ანჯელესის მახლობლად, ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში სამთვიანი მკურნალობის კურსი გაიარა.

მომღერალმა კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული