Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. გიორგი ცაგარელის კონცერტი კონსერვატორიაში

13 ნოემბერი (ოთხშაბათი)

13 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი ცაგარელის კონცერტი გაიმართება. ცნობილი მევიოლინე მსმენელთა წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიან შემადგენლობასთან ერთად წარდგება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივი KayaKata.

4. SOUNDWAVE: Killages

14 ნოემბერი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს "ფაბრიკა" Soundwave-ის მორიგ სესიას უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე  ქართული ჯგუფი Killages წარდგება. ალტერნატიული როკიდან ელექტრონულ ჰიპ ჰოპამდე მუსიკალური დიაპაზონის მქონე კოლექტივი კონკურსის Altervision Newcomers გამარჯვებული და არაერთი ფესტივალის მონაწილეა.

3. KHIDI: Ø [Phase] | Jamaica Suk | Yanamaste

15 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბ "ხიდის" მთავარ სცენას ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი, Ø [Phase] დაიკავებს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ამერიკელი არტისტი Jamaica Suk და ქართველი დიჯეი Yanamaste წარდგებიან. G2-ში კი ლეიბლ Roots United-ის შოუქეისი გაიმართება, რომელზეც EL, Module Werk და Nocow დაუკრავენ.

2. BASSIANI / HOROOM: Ben Klock | Newa | Kancheli | Ndrx | Bmi

15 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" ტექნო სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, Ben Klock-ს მასპინძლობს. გერმანელ მუსიკოსთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი Newa წარდგება. "ჰორუმში" კი Kancheli, Ndrx და BMI დაუკრავენ. 

1. CHAOS BAR: Chacha, Wine, Rock'N'Roll 

16 ნოემბერი (შაბათი)

შაბათს ბარ "ქაოსში" როკის საღამოა. მსმენელთა წინაშე ქართული ჯგუფები Votka Vtraiom, Scratch The Floor და VasGorShalRud წარდგებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე ბერლინური ბენდები Death Mariachis, Orture და 100000 Tonnen Kruppstahl მიიღებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული