Thumbnail

ამერიკული როკ ჯგუფი Bon Jovi ახალ კომპოზიციას Unbroken და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეთხუთმეტე ალბომში Bon Jovi: 2020 იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემაც მომავალ წელს იგეგმება. სიმღერა დოკუმენტური ფილმის To Be of Service საუნდტრეკია.

Bon Jovi ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ სეირვილში 1983 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 14 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდმა კარიერის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 2018 წელს არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული