Thumbnail

პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის წევრი, ჯონგუქი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ლეიბლმა, Big Hit Entertainment-მა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, მუსიკოსი საკუთარი ავტომობილით სეულში, იონგსანის რაიონში გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტაქსის დაეჯახა.

► ნახეთ: BTS-მა MTV EMA-ის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

► BTS და EXO 2019 წლის American Music Awards-ის ნომინანტები არიან

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის არტისტმა და ტაქსის მძღოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ჯონგუქი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც მან აღიარა, რომ ავარია მისი შეცდომის გამო მოხდა. დადგინდა, რომ მუსიკოსი ინციდენტის დროს ფხიზელი იყო.

"პოლიციას საქმე ჯერ არ დაუხურავს, ამიტომ დეტალებს ვერ გავასაჯაროვებთ. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჯონგუქი საკუთარ მანქანაში იჯდა, როდესაც სხვა ავტომობილს მსუბუქად შეეჯახა. არც მას და არც ტაქსის მძღოლს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. ჯონგუქმა აღიარა, რომ საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია. ინციდენტი დაზარალებულთან მორიგებით ამოიწურა. ბოდიშს ვუხდით მას, ასევე ჯგუფის თაყვანისმცემლებს, რომლებიც თავიანთი კერპის გამო ნერვიულობენ", - ნათქვამია ლეიბლის განცხადებაში.

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ის ცნობილი და წარმატებული ჯგუფ BTS-ში მოღვაწეობით გახდა. არტისტი პარალელურად სოლო კომპოზიციებსაც ავრცელებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული