Thumbnail

Cardi B: გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ინსტაგრამზე თავისი თინეიჯერობის ფოტოები გააზიარა და თაყვანისმცემელ გოგონებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სიგარეტისა და მარიხუანის მოწევისგან, რათა მომავალში ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ.

► Cardi B: ქალ რეპერებს თავის დამკვიდრება გავუადვილე

► Cardi B ფილმში Fast & Furious 9 გადაიღეს

"15 წლის ქარდი... საყვარელო გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი ან მარიხუანა იმისთვის, რათა მაგარ ტიპებად გამოჩნდეთ. იმიტომ, რომ გაიზრდებით და მიხვდებით, რა სულელები იყავით. ისე, მართლა, ნეტა, რას ვფიქრობდი? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ულვაში ნამეტანია", - დაწერა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში, თუმცა, მოგვიანებით პოსტი წაშალა.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული