Thumbnail

ემინემი: რა თქმა უნდა, კრის ბრაუნის მხარეს ვარ, რიანას მეც ვცემდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ლეგენდარული დეტროიტელი მუსიკოსის, მარშალ მეზერსის, იგივე Eminem-ის ადრეული ნამუშევრის 7-წამიანი ფრაგმენტი გაავრცელა, რომელშიც ის პოპულარულ ბარბადოსელ მომღერალს, რიანას დისავს.

► პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკის გამო ემინემი აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაკითხა

► Tyler, The Creator: ემინემი ღიზიანდება, რომ მისი ბოლოდროინდელი შემოქმედება არ მომწონს

► ნოელ გალაჰერი: მოსაწყენია, რაზეც ემინემი რეპავს

"რა თქმა უნდა, კრის ბრაუნის მხარეს ვარ. მეც ვცემდი იმ ძუკნას".

"Of course I side with Chris Brown, I'd beat a bitch down too".

გამოცემა Insider-ის ცნობით, ტექსტი 2009 წელს, მანამ დაიწერა, სანამ არენბი შემსრულებელ კრის ბრაუნს რირიზე ძალადობისთვის ოფიციალურად შეუფარდებდნენ სასჯელს. როგორც ირკვევა, ეს ციტატა მარშალმა ალბომ Relapse-ზე მუშაობისას ჩაწერა, თუმცა, კომპოზიცია ნამუშევარში ვერ მოხვდა. საბოლოოდ ის B.o.B-ის 2011 წლის ტრეკად Things Get Worse იქცა, რომელშიც ემინემი მონაწილეობს. ჩანაწერში ის მსახიობ დაკოტა ფენინგს მოკვლით, მუსიკოს ნატაშა ბედინგფილდს კი სარეცხ მანქანაში შეგდებით ემუქრება. სიტყვები რიანას შესახებ ნამუშევარში არ მოხვედრილა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ემინემმა და რიანამ ჰიტი Love the Way You Lie ჩაწერეს, ამას 2012 წელს გამოშვებული Numb მოჰყვა, შემდეგ კი არტისტებმა კომპოზიციაზე The Monster ითანამშრომლეს. 2014 წელს მუსიკოსების ერთობლივი მსოფლიო ტურნე The Monster Tour გაიმართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული