Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA twigs ახალი კომპოზიცია Sad Day გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Magdalene იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 8 ნოემბერს ჩაეშვება. ჩანაწერზე თვიგსთან ერთად პოპულარულმა პროდიუსერებმა, Skrillex-მა და ნიკოლას ჯაარმა იმუშავეს.

► ნახეთ: FKA twigs-მა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Cellophane შეასრულა

► ნახეთ: FKA twigs - Home With You

ტალია დებრეტ ბარნეტმა, სასცენო სახელით FKA twigs, სადებიუტო ალბომი LP1 ხუთი წლის წინ გამოუშვა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, თრიპ ჰოპსა და არენბის აერთიანებს. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Two Weeks და Water Me მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული