Thumbnail

ესპანეთის ქალაქ სევილიაში 2019 წლის MTV Europe Music Awards გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე არტისტები ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ და კამერების წინ საკუთარი ჩაცმულობით თავი მოიწონეს.

► ნახეთ: 2019 წლის MTV EMA-ის გამარჯვებულები

► ნახეთ: Rosalía-მ MTV EMA-ზე კომპოზიცია Di Mi Nombre შეასრულა

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2019 წლის MTV VMA-ს ცერემონიაზე

Halsey

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ Peter Pilotto-ს ყვავილებიან კაბაზე შეაჩერა არჩევანი. არტისტმა სამოსს Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები შეუხამა.

Dua Lipa

24 წლის ბრიტანელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა წითელ ხალიჩაზე Dion Lee-ს შავი კაბითა და Jimmy Choo-ს ფეხსაცმელებით გამოჩნდა.

Pabllo Vittar

საუკეთესო ბრაზილიელი არტისტის კატეგორიაში გამარჯვებამდე, მომღერალმა და დრეგ ქუინმა, პაბლო ვიტარმა ყურადღება MTV EMA-ის წითელ ხალიჩაზე მიიქცია. მის გარეგნობაზე სტილისტმა ჟოაო ფრენკამ იზრუნა, რომელმაც არტისტს Rober Dognani-ს მიერ შექმნილი კაბა შეურჩია.

Nicole Scherzinger

ამერიკელი მომღერალი, ნიკოლ შერზინგერი საღამოზე წითელი ბრჭყვიალა კაბით მივიდა.

Rosalía

ესპანელმა პოპვარსკვლავმა, როზალიამ წითელი ხალიჩისთვის Balmain-ის 2020 წლის საგაზაფხულო კოლექციიდან შავ-თეთრი კოსტიუმი შეარჩია.

Niall Horan

ირლანდიელი პოპვარსკვლავი, ნაილ ჰორანი ღონისძიებაზე ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა.

Becky G

ამერიკელმა მომღერალმა, Becky G-მ არჩევანი Giambattista Valli x H&M-ის წითელ კაბაზე შეაჩერა, რომელსაც სქელძირიანი ფეხსაცმელები შეუხამა.

Mabel

ესპანელი მომღერალი Mabel, რომელიც საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში იყო წარდგენილი, საღამოზე მაქმანის შავი ლეგინგსებითა და გრძელი ქვედაბოლოთი გამოჩნდა.

Green Day

სანამ პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Green Day-ს წევრები MTV EMA-ის სცენაზე სიმღერებს Father of All და Basket Cas შეასრულებდნენ, მათ წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

NCT 127

საღამოზე შავ სმოკინგში გამოწყობილები მივიდნენ სამხრეთკორეული ბოიბენდის NCT 127 წევრები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული