Thumbnail

რჩეული რეპერების ჩამოთვლისას, The Game-მა საკუთარი თავი ქენდრიქ ლამარზე წინ დააყენა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი კომპტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეისონ ტეილორი, ფსევდონიმით The Game, გამოცემა Complex-ის გადაცემის Everyday Struggle ახალი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. წამყვანებთან ინტერვიუში კალიფორნიელმა რეპერმა შემოქმედებით გეგმებსა და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. 

► The Game-ს სექსუალური ძალადობისთვის $7,13 მილიონის გადახდა დაეკისრა 

The Game ტეკაშიზე: მეცოდება ეს ბავშვი 

ნახეთ: The Game ვიდეორგოლს West Side ავრცელებს 

გადაცემის მიმდინარეობისას ჯეისონმა ფავორიტი დასავლელი კოლეგები დაასახელა. პირველ პოზიციაზე მან ლეგენდარული Snoop Dogg გაიყვანა. ამის შემდეგ კი საკუთარი თავი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეულ წარმომადგენელზე, ქენდრიქ ლამარზე წინ დააყენა, რამაც აუდიტორიის გაკვირვება გამოიწვია.

"ქენდრიქს მისი კარიერის დასაწყისიდან ვიცნობ. როდესაც ის სახელის მოხვეჭას ცდილობდა, მე უკვე "რენჯ როვერს" ვმართავდი. იმის თქმა მინდა, რომ მე დიდი ხანია, დედისმ****ელი ლირიცისტი ვარ. სნუპ დოგი ჩემთვის ყველა დროის ნომერ პირველი ემსია. მის შემდეგ საკუთარ თავს, ჩემ მერე კი ქენდრიქს დავასახელებ. სიაში აის ქიუბს აუცილებლად შევიყვან. ჩვენ შემდეგ კი YG და Nipsey Hussle მოდიან. ეს ახალგაზრდა რეპერები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. მახსოვს, ქენდრიქი და ნიფსი ტურნეშიც წავიყვანე", - აღნიშნა გეიმმა.

გეიმისა და ქენდრიქის კარიერული გზები არაერთხელ გადაიკვეთა. ამ უკანასკნელს სასცენო სახელის შეცვლა სწორედ ტეილორმა ურჩია. მაშინ ლამარი ფსევდონიმით K. Dot მოღვაწეობდა. კოლეგებმა არაერთ ერთობლივ კომპოზიციაზე ითანამშრომლეს. მათი პოპულარული კოლაბორაციული ჩანაწერებია: The City, See No Evil, On Me და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული