Thumbnail
ფოტო: ჟურნალი თორმეტი

ნახეთ: TeTe Noise ახალ კომპოზიციას That Love ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონული მუსიკოსი სანდრო ჩინჩალაძე, სასცენო სახელით TeTe Noise, ახალ კომპოზიციას That Love და მასზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. კლიპზე თავად არტისტმა და ალექსანდრე კობალაძემ, იგივე Alexander AUX-მა იმუშავეს.

► მოუსმინეთ: TeTe Noise - სალამურა

► ნახეთ: TeTe Noise-მა კომპოზიცია Red Cloud Chief Sioux შეასრულა

სანდრო ჩინჩალაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფში განსხვავებული მიმართულების მუსიკას ქმნიდა. მის ბენდებს შორის ყველაზე გამორჩეული გაჩა ბაქრაძესთან ერთად ჩამოყალიბებული Me & My Monkey იყო. 2011 წელს ტეტემ აქტიურად დაიწყო ემბიენთ მუსიკაში ექსპერიმენტირება. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Withering Trees მისი EP სახელწოდებით The Last is The Sweeter გამოვიდა. 2017 წელს არტისტმა ემბიენთ ალბომი Artificial Frequencies For Daydreamers გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული