Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ SNL-ში კომპოზიციები Everyday Life და Orphans შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Coldplay ცნობილ ამერიკულ სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ესტუმრა და კომპოზიციები Everyday Life და Orphans ცოცხლად შეასრულა. სიმღერები ბენდის მომავალ, ორმაგ ალბომში Everyday Life იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Coldplay-მ ახალი სიმღერა Everyday Life გაავრცელა

► ნახეთ: Coldplay-მ ახალ კომპოზიციაზე Orphans კლიპი გადაიღო

► ნახეთ: Coldplay-მ ახალი ალბომის Everyday Life ტრეკლისტი გაავრცელა

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული