Thumbnail

ნახეთ: BTS-მა MTV EMA-ის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ესპანეთის ქალაქ სევილიაში MTV Europe Music Awards გაიმართა. ღონისძიებაზე პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ორ კატეგორიაში - არტისტი საუკეთესო ფანებით და საუკეთესო ცოცხალი შესრულება გაიმარჯვა, ნომინაციაში საუკეთესო კოლაბორაცია კი პირველობა დათმო.

► ნახეთ: 2019 წლის MTV EMA-ის გამარჯვებულები

► BTS და EXO 2019 წლის American Music Awards-ის ნომინანტები არიან

► MTV Video Music Awards-ზე BTS წლის საუკეთესო ჯგუფად დასახელდა

კატეგორიაში არტისტი საუკეთესო ფანებით BTS-თან ერთად წარდგენილი იყვნენ პოპვარსკვლავები: ბილი აილიში, არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი და შონ მენდესი. ხოლო ნომინაციაში საუკეთესო ცოცხალი შესრულება კოლექტივის კონკურენტები ისეთი მუსიკოსები იყვნენ, როგორებიც არიან: ედ შირანი, ტრევის სკოტი, არიანა გრანდე და P!NK. საუკეთესო კოლაბორაციის ნომინაციაში BTS ჰოლზისთან შესრულებული დუეტით Boy With Luv წარადგინეს, თუმცა, გამარჯვება როზალიას, J Balvin-ისა და El Guincho-ს ტრეკს Con Altura ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე ნომინაციაში საუკეთესო ახალბედა კორეული პროექტი გამარჯვება ბოიბენდს Ateez-ს ერგო.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული