Thumbnail

მოუსმინეთ: Coldplay-მ ახალი სიმღერა Everyday Life გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay ახალი კომპოზიცია Everyday Life გაავრცელა. სიმღერა ბენდის მომავალ, ამავე სახელწოდების ორმაგ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Orphans კლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: Coldplay-მ ორი ახალი კომპოზიცია Orphans და Arabesque გაავრცელა

► ნახეთ: Coldplay-მ ახალი ალბომის Everyday Life ტრეკლისტი გაავრცელა

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული