Thumbnail

ნახეთ: Young Thug, Gunna და Travis Scott კლიპში Hot

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, კომპოზიციის Hot რემიქსზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ახალგაზრდა სამხრეთელი მუსიკოსი Gunna და ჟანრის თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი Travis Scott მონაწილეობენ. ტრეკის ორიგინალი ვერსია თაგას სადებიუტო ალბომში So Much Fun შედის.

► მოუსმინეთ: Young Thug ალბომს So Much Fun ავრცელებს 

► ნახეთ: Young Thug და Gunna ტრეკს Hot ასრულებენ 

► Birdman და Young Thug ალბომზე Rich Gang 2 მუშაობენ 

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული