Thumbnail

ჩიკაგოელმა ლირიცისტმა ვასალუ ჯეიკომ, სასცენო სახელით Lupe Fiasco, ახალი კომპოზიცია Hey Lupe და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი DJ Absolut გახლავთ.

► ნახეთ: Lupe Fiasco ვიდეორგოლს Cripple აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: Lupe Fiasco - Run Back 

► ნახეთ: Lupe Fiasco ტრეკს Mural Jr. ინსტრუმენტალის გარეშე ასრულებს

ლუპე ფიასკომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში მას ცნობილ ლეიბლთან Atlantic Records კონტრაქტის გაფორმებაში ლეგენდარული კოლეგა, ჯეი ზი დაეხმარა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა Lupe Fiasco's Food & Liquor, რომელიც 2006 წელს გავრცელდა, კრიტიკოსთა და მსმენელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩანაწერმა გრემიზე "წლის საუკეთესო ახალი არტისტის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 

მომდევნო სტუდიური ნამუშევრები Lupe Fiasco's The Cool და Lasers მუსიკოსის დისკოგრაფიაში კომერციულად ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ორივე მათგანი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2010 წლიდან რეპერმა პოლიტიკური ჰიპ ჰოპის შექმნა დაიწყო და მეინსტრიმს ჩამოშორდა. რეჩიტატივის კითხვის პარალელურად, ლუპე ფიასკო როკ ბენდის Japanese Cartoon დამაარსებელია.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული